ინტეგრირებული გაკვეთილები






საგანი
ისტორია  მათემატიკა
კლასი
VIII
1.   სახელი და გვარი
მანანა გადელია
მთვარისა ლიპარტელიანი
2.   თემის სახელწოდება
ნაპოლეონის ომების მონაცემთა ანალიზი
3.   გაკვეთილის
სასწავლო მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ ორ დისციპლინას შორის კავშირის დამყარებას. იმსჯელებენ ნაპოლეონის ომების შედეგებზე, შეძლებენ მონაცემთა ანალიზს
4.   სწავლის შედეგები
v  მოსწავლე აგროვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ სიხშირეთა ცხრილის სახით                            მათVIII.11
v  აგროვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ გრაფიკული ფორმით სიხშირეთა ცხრილებით, დიაგრამებით (სვეტოვანი დიაგრამა,  წრიული დიაგრამა)                       მათVIII.11
v  ახასიათებს მონაცემთა განლაგებას და  გაფანტულობას
v  ააგებს რეალური ვითარების ადეკვატურ შესაბამისობას ორ მოცემულ სიმრავლეს შორის და ცხრილის ან სქემის საშუალებით გამოსახავს მას                             მათVIII. 6
v  მოსწავლე შეძლებს გამოთვლებთან დაკავშირებულ ამოცანების ამოხსნას                                           მათVIII.4
v  მოსწავლე შეძლებს შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები                          ისტ. VIII.6

5.   მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
1.აქტივობა- მასწავლებელი დაფაზე წერს  ,, ნაპოლეონი’’ და მოსწავლეების დახმარებით ადგენს ასოციაციურ რუკას, იწყებს ბრძოლების განხილვას                                                                                 2 წთ
2. სვამს კითხვას
v  (ისტორია)-დაასახელეთ ნაპოლეონის პირველი ბრძოლა, რომლითაც პირველად გაიგეს მისი სახელი პარიზში
v  (მათემატიკა)-თუ გინდათ გაიგოთ როდის მოხდა ტულონის ბრძოლა, მაშინ მისი დაბადებისა და გარდაცვალების  წლების საშუალო არითმეტიკული  შეამცირეთ  2-ით (მოსწავლეები დავალებებს ჯგუფებში ასრულებენ)                  5 წთ
3. (ისტორია)  გაანალიზეს 1796-97 წლის „იტალიის კამპანია“
1798-1799 ეგვიპტეში ლაშქრობა „პირამიდებთან ბრძოლა“.
მასწავლებელიბელი  სვამს კითხვას:
-         რა იყო ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობის მიზეზი ?
(საფრთხე შეექმნათ ინგლისელებისათვის,შეექმნათ  აღმოსავლეთში პლაცდარმები ინდოეთში ინგლისის ბატონობისათვის საფრთხის შესაქმნელად.)                                               5 წთ
4.მოსწავლეები იხსენებენ ნაპოლეონის გამონათქვამს პირამიდებთან.
     მათემატიკის მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ, როდის იყო ბრძოლა პირამიდებთან და დროის ხაზის გამოყენებით გაარკვიონ რომელ წლებზეა საუბარი?
v  რა არის დროის ხაზი?
v  რა არის საკოორდინატო ღერძი?
v  რა კავშირია მათ შორის?                                                                  3 წთ
5.    (ისტორია) მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჩამოთვალონ ბრძოლები        2 წთ
6.     მოსწავლეები ავსებენ კროსვორდს მოცემული თარიღების  მიხედვით იხსენებენ ბრძოლის სახელწოდებებს.                                    2 წთ
7.    მასწავლებელი აძლევს დავალებებს: 1. თუ  მოცემულ   წლებს   დაალაგებთ ზრდის მიხედვით, მაშინ მიიღებთ   ვარიაციულ  მწკრივს . რა იქნება ამ მონაცემების მედიანა?
2.  სთხოვს ჩამოწერონ  წლები,  რომლებიც ახსოვთ პირველიდან უკანასკნელ ბრძოლამდე. და სვამს კითხვას
v  რა იქნება ამ მონაცემების დიაპაზონი?  
v  თუ თქვენ   რომელიმე ბრძოლა გამოგრჩათ, იქნებოდა თუ  არა  დიაპაზონი იგივე?
v  რატომ?                                                                                                        2 წთ
8.    მოსწავლეები იხსენებენ გამონათქვამებს. ეკრანზე ჩანს ახალი გამონათქვამები. ირჩევენ ერთ -ერთს და ასრულებენ დავალებას-შეადგინეთ სიხშირეთა ცხრილი და ცხრილის გამოყენებით იპოვეთ  რიცხვი რომელიც ყველაზე ხშირად მეორდება .
v  რა ჰქვია ამ რიცხვს სტატისტიკის ენაზე? (მოდა.)                            5 წთ
9.    ეკრანზე ჩანს  4 ბრძოლის მონაწილე ჯარისკცების რაოდენობისა და დანაკარგების  დიაგრამა. დიაგრამის მიხედვით უნდა დაადგიონონ:
v  რომელ ბრძოლაში მონაწილეობდა ყველაზე   მეტი        ჯარისკაცი?
v  რა კითხვებზე   შეძლებთ  კიდევ   გასცეთ  პასუხი?                 5 წთ
10. ისტორიის მასწავლებელი საუბრობს ბოროდინოს ბრძოლაზე, მონაწილეთა რაოოდენობაზე  და დანაკარგზე, ამ ბრძოლის მნიშვნელობაზე.                                                                                                    3 წთ
11. მათემატიკის მასწავლებელი ჯგუფებს სთხოვს მონაწილე მხარეების დანაკარგი გამოსახონ წრიული დიაგრამის საშუალებით.                                                                                                    5 წთ
12. მასწავლებლები აჯამებენ გაკვეთილს. მსჯელობენ გლობალურ შედეგებზე .                                                                                                                4 წთ
13. საშინაო დავალება: შეადგინეთ ნაპოლეონის ომების ქრონოლოგიური ცხრილი. დააჯგუფეთ ისინი შედეგების მიხედვით და გამოსახეთ  წრიული დიაგრამის სახით                             2 წთ

4.    შეფასება
მოსწავლე   მსჯელობს არგუმენტირებულად
აკეთემს მონაცემთა ანალიზს
ახასიათებს მონაცემთა განლაგებას და  გაფანტულობას
10. რესურსები

კომპიუტერი,  დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო, ფერადი ფურცლები, მარკერი, სქემა, დიაგრამა, პრეზენტაცია PowerPoint-ში ,,ნაპოლეონის ბრძოლების მონაცემთა ანალიზი
ინფორმაციის წყარო: სახელმძღვანელო, მასწავლებლის წიგნი
ინტერნეტი ,google.ge
ვიკიპედია

No comments:

Post a Comment