2015 წელი-საახალწლო ღონისძიება 7-ა კლასი (მუსიკის პედაგოგი თამარ კალაიჩიშვილი)
2014 წლის 10 აპრილს გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება: ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო''. ღონისძიების ორგანიზატორი გალდათ ისტორიის პედაგოგი მთვარისა ლიპარტელიანი, მონაწილეობდნენ IX კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელი მანანა გადელია. ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ ,,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი -მარიკა ზაქარეიშვილი . წაკითხულ იქნა ლექსები, მიმოხილულ იქნა საქართველოს ისტორია დავით აღმაშენებლის ეპოქიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტამდე. შესრულდა სიმღერები, ცეკვები, რომელთა მომზადებაშიც აქტიურად მონაწილეობდა მუსიკის პედაგოგი მაია ბასოშვილი. ისტ-ის გამოყენებით მომზადდა და დამსწრე საზოგადოებას წარედგინა პრეზენტაცია-სლაიდშოუ, რომელიც ტექნიკურად მოამზადა მანანა გადელიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, სასწავლო ნაწილის გამგეები,მშობლები, სხვადასხვა კლასების მოსწავლეები ,საპატიო სტუმრის რანგში ღონისძიებას ესწრებოდა სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი მღვდელი ანდრია ჟუჟიაშვილი, რომელმაც ღონისძიების დასასრულს მადლობა გადაუხადა პედაგოგებს და ბავშვებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული ადამიანები....ასევე შეაფასა ღონისძიებასკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ თამარ ჩხეიძემ, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა ლალი გილიგაშვილმა და მარიკა ზაქარეიშვილმა
No comments:
Post a Comment