გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა


1. გაკვეთილის თემა
                თამბაქო-ჯანმრთელობის მტერი
2. სწავლების საფეხური და კლასი
 10 კლასი  საშუალო საფეხური
3.მასწავლებლის სახელი, გვარი
საგანი
 მთვარისა ლიპარტელიანი
სამოქალაქო განათლება
4. მოსწავლეთა რაოდენობა
26
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
არ არის
6. გაკვეთილის სასწავლო     მიზნები
 მოსწავლეები გაეცნობიან თამბაქოს მავნე ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე  და იმსჯელებენ მის უარყოფით შედეგებზე,გააკეთებენ არჩევანს-თამბაქო თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი!
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
მოქ.X.3.  მოსწავლეს შეუძლია  დააკავშიროს თავისუფალი პიროვნებისა და აქტიური მოქალაქის თვისებები.

მოქ.X.4. მოსწავლეს შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი  მომავალი საქმიანობის გეგმა.

მოქ.X.5.  მოსწავლეს შეუძლია  გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური პრობლემების გადაწყვეტა.
8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
  აქტივობა 1.  მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს. აცნობს გაკვეთილის თემას. ააქტიურებს წინარე ცოდნას და სვამს კითხვებს: 1. რომელი ქვეყანაა თამბაქოს სამშობლო?( მეთოდი-კითხვა-პასუხი)
                    2.ვინ და როდის შემოიტანა თამბაქო ევროპაში?
                   3.რომელ საუკუნეში გამოჩნდა საქართველოში?
                   4.რა არის ნიკოტინი?
                   5. რა არის კანცეროგენი?
                   6.რას ნიშნავს ,,პასიური წევა’’?                                             (7წთ)
  აქტივობა 2.
 მასწავლებელი დაფაზე ხაზავს სქემას და სთხოვს მოსწავლეებს შეავსონ იგი. (,,გონებრივი იერიში’’)
რატომ ეწევიან სიგარეტს?
რატომ არ უნდა მოვწიოთ?
მოდურია
უნებისყოფობის გამო
უკვე ,,დიდია’’
სხვისი მხარდამჭერია
ბაძავს სხვას
თავს აწონებს

წამლავს
კლავს
დაავადებას იწვევს
ფინანსურად გვაზარალებს
დამოკიდებული ხდები
მინდა ვიყო ჯანმრთელი
 მასწავლებელი სვამს შეკითხვას: რომელი მხარე გამოიყურება უფრო დამაჯერებლად? ღირს კი ეს წუთიერი სიამოვნება ჯანმრთელობის შერყევის ფასად?                                                                                     ( 5წთ)                       
   აქტივობა 3. მასწავლებელი მინი ლექციის და პრეზენტაციის საშუალებით  აწვდის ინფორმაციას კლასს:
      ჯანმრთელობა წარმოადგენს ბიოლოგიური და სოციალური მახასიათებლების ერთიანობას,რომელიც განპირობებულია თანდაყოლილი და შეძენილი ბიოლოგიური თავისებურებებით და სოციალური ზემოქმედებით. ნიკოტინი და თამბაქოს კვამლის კომპონენტები განაპირობებს ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა უარყოფით ცვლილებებს,რასაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევამდე მივყავართ.                                                                   (5წთ)
   აქტივობა 4.
 მასწავლებელი კლასს ყოფს 4 ჯგუფად და აძლევს ერთმანეთისგან განსხვავებულ დავალებას:
     რა შეიძლება გააკეთოს თამბაქოს მოწევის პრევენციის მიზნით სახელმწიფომ, სკოლამ, ოჯახმა,  მე.  
            I-ჯგუფი: რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ?
            II-ჯგუფი: რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ?
            III-ჯგუფი: რა შეიძლება გააკეთოს ოჯახმა?
            IV- ჯგუფი: რა შეიძლება მე გავაკეთო?                                 
 თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას..
                                                                                                                 ( 25წთ)
   აქტივობა 5.მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს. მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას, დავწეროთ ესე თემაზე: მოწევა თუ ჯანმრთელობა!
                                                                                                                    (3წთ)
9. შეფასება
 დაკვირვება, განმავითარებელი შეფასება,
 გეგმას თან ახლავს ჯგუფური მუშაობის განმსაზღვრელი  შეფასების რუბრიკა
10. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

კომპიუტერი, პროექტორი.
სარესურსო წიგნი მასწავლებლისათვის ,,ჯანსაღი ცხოვრება-ჩვენი არჩევანი“ ავტორი: ნინო ბესელია
ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები. OpenOffice.Org Presentation, OpenOffice.Org spreadsheet, ),  ელექტრონული რესურსები (google.com, wikipedia…),.

No comments:

Post a Comment